„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ყადაღა და ჯარიმები მოეხსნას, რომელიც მათ პანდემიის პირობებში დაეკისრათ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, მცირე და საშუალო ბიზნესს მოეხსნას ყადაღა და ჯარიმები, რომელიც მათ პანდემიის პირობებში დაეკისრათ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა გიორგი თარგამაძემ და ზვიად ქვლივიძემ ისაუბრეს.

როგორც გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკამ ძლიერი დარტყმა განიცადა.

"როგორც იცით საზოგადოების ძლიერი წნეხის შედეგად, მთავრობას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწია. თუმცა, ეს დაგვიანებული და არასაკმარისია. 2020 წლის განმავლობაში ჩვენმა ეკონომიკამ ძლიერი დარტყმა განიცადა. დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ეკონომიკა კი კვლავ დაღმასვლას განაგრძობს. არ არსებობს არანაირი ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა. შეღავათები რომელიც 8 თებერვლიდან ამოქმედდება არასაკმარისია, ის არ ვრცელდება შაბათ-კვირაზე და 21:00 საათის შემდგომ პერიოდზე. ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი, თუ რატომ დატოვა ეს შეზღუდვები. ამ რთული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი რჩება - უნდა მოხდეს ეკონომიკის სრულად გახსნა საერთაშორისო რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით",- განაცხადა თარგამაძემ.

ზვიად ქვლივიძემ კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც არსებულ კრიტიკულ ვითარებას მეტ-ნაკლებად განმუხტავს. "ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა ეფექტური, მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომ ქვეყანა ასეთ კრიზისში არ შეეყვანა. ამ რთულ ვითარებაში ბიზნესის ნაწილს ყადაღაც კი დაადეს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოეხსნას მცირე და საშუალო ბიზნესს ყადაღა და ჯარიმები",- აღნიშნა ქვლივიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს