"საქართველოს ბანკი" თვითდასაქმებულებს ახალ პირობებს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს.

ბანკის განცხადებით, ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისთვის სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა საკმარისია მან წარადგინოს პირადობის მოწმობა და გააზიაროს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეძლოს საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობა.

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომას შეძლებენ ისეთი აქტუალური პროფესიის მქონე ადამიანები, როგორიცაა: რეპეტიტორი, ტაქსის/პირადი მძღოლი, ძიძა, კურიერი, დამლაგებელი, სტილისტი და სხვა. სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed „საქართველოს ბანკი" აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისთვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო