გიორგი ვაშაძე ხაზარაძის ინიციატივაზე - შეიძლება პირიქით გავაკეთოთ, თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს და ამ შემოდგომას ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წლისთვის და შემოდგომით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. თუმცა, როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, „ქართული ოცნებას“ არანაირი სიმპტომი არ აქვს იმის, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ მსგავსი ტიპის წინადადებაზე მსჯელობისთვის დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ინიციატივებით აღარ უნდა გამოდიოდეს.

„განხილვა ყველაფრის შეიძლება, მათ შორის, ამ წინადადების ან შეიძლება პირიქით გავაკეთოთ, თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს და ამ შემოდგომაზე ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, საუბარი შეიძლება, მაგრამ, მე ვფიქრობ, აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ვერანაირ სიმპტომს ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ისინი მზად არიან, რაიმე ამ ტიპის წინადადებებით დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ახალი ინიციატივები ვიძახოთ საჯაროდ, ამით წინ ვერ წავიწევთ, თუმცა ყველა იდეის განხილვისთვის მზად ვარ აბსოლუტურად. ჩემი აზრით, ჩვენ კი არ უნდა გამოვიდეთ ინიციატივებით, ისინი უნდა გამოვიდნენ ახალი ინიციატივებით და ის, რომ შეთანხმება სჭირდება ქვეყანას, ეს, მე მგონი ორჯერ ორი ოთხია, უმძიმეს ვითარებაში ვართ და სწორედ ეროვნული თანხმობიდან გამომდინარე უნდა გადადგან ეს ნაბიჯი. მე საერთოდ მოლაპარაკების ტაქტიკიდან გამომდინარე არ მგონია სწორი, რომ ჩვენი მხრიდან ინიციატივებით უნდა ვისაუბროთ, თუ რაღაცაზე იქნება სიმპტომი, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის, აქ შეგვიძლია მსჯელობა გავხსნათ ამ საკითხზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა ნებისმიერი იდეის განხილვისთვის, ერთადერთი რაშიც უნდა დავრწმუნდე, რომ ვთანხმდებით იმაზე, რაც საჭიროა ქვეყნისთვის, რაც სჭირდება ხალხს და ამ ქვეყნის განვითარებას, დანარჩენი მზად ვართ ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარააზის განცხადებით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება. მისივე თქმით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა