თეა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავება „ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამოტანილი უკანონო განაჩენის თაობაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შემადგენლობით გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა. შეხვედრაზე ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის საფუძველზეც რუსეთს ერთმნიშვნელოვნად, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა