კახა ქემოკლიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით

ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშრებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გამართა შეხვედრა სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ჰარცელთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი იყო საქართველოს მოქალაქის, გახელაძის, დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს პრემიერმა თავად მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშირებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს ამ მიმართულებით", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია