საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლებამ "კომენდატის საათი" უნდა გადაწიოს ან გააუქმოს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება გამოსავალი არ არის. როგორც ბუაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა, იმ სფეროებს, რომლებსაც კოლოსალური ზიანი მიადგათ და იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფრის დაკარგვის პირას არიან, ხელისუფლებამ ძალიან კონკრეტული გამოსავალი უნდა შესთავაზოს და დახმარების ხელი გაუწოდოს.

„მე ამ აქციას ვუერთდები იმიტომ, რომ შერჩევითად და ნაწილობრივ ასე ეშმაკურად შემსუბუქება არ იძლევა ეფექტს ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისთვის და ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაციები გონივრულად შემსუბუქდეს ყველა სფეროსთვის. ხელისუფლებამ ასევე გადაწიოს ან გააუქმოს ის „კომენდანტის საათი“, რომელიც აზრს აკარგვინებს ყველა იმ მოხსნილ შეზღუდვას, რომელიც ამ დღეებში შეამსუბუქეს. თუ „კომენდანტის საათი“ არ მოიხსნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებას ექნება საპირისპირო ეფექტი და ვერ იქნება ვერანიარად გამართლებული და სავაჭრო ცენტრებიც ვერ შეძლებენ იმ დაგეგმილი ეფექტის მიღებას, რომელიც ეკონომიკის გახსნით უნდა მიიღონ. ამიტომაც აუცილბელია მოხდეს ამ რეგულაციების შემსუბუქება. ერთი საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რეგულაციების შემსუბუქება არ არის გამოსავალი, ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამით ვინმეს ვალს დაადებს და შეზღუდვების მოხსნით ხელებს დაიბანს, ძალიან ცდებიან. იმ სფეროებს, რომლებსაც კოლოსალური ზიანი მიადგათ და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ყველაფრის დაკარგვის პირას, ხელისუფლებამ ძალიან კონკრეტული გამოსავალი უნდა შესთავაზოს და გაუწოდოს დახმარების ხელი, რათა ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და ხალხი არ დარჩეს ამ ძალიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში“, - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ემზადებიან. აქტივისტები აცხადებენ, ისინი 21:00 საათზე, ე.წ.კომენდანტის საათის დროს, “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს