აშშ-ში, იუტას შტატში სოლტ-ლეიკ-სიტის მახლობლად ზვავის შედეგად ოთხი მოთხილამურე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხმა მოთხილამურემ თოვლისგან თავის დაღწევა შეძლო და 911-ში დარეკეს. გადარჩენილ მოთხილამურეებს მცირედი დაზიანებები აქვთ.
20-30 წლის ასაკის მოთხილამურეები ორ ჯგუფად გადაადგილდებოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს იმ ადგილს მოერიდონ, სადაც შემთხვევა მოხდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"