გიორგი ბარამიძე - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ დანაშაულებრივ მოღალატეობრივ კოლაბორაციულ ურთიერთობაშია რუსეთთან

გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ დანაშაულებრივ მოღალატეობრივ კოლაბორაციულ ურთიერთობაშია რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი ლეგიტიმური და ყველაზე სწორი მოლაპარაკების ფორმულა და ფორმატი არის ჟენევის მოლაპარაკებები.

„ეს პრობლემა სანამ არ მოგვარდება ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელმაც ჩაიდინა ეთნიკური წმენდა და სხვა დანაშაულებები და აგრძელებს ამ დანაშაულს როგორც ადამიანების მკვლელობას, ასევე გატაცებას ოკუპაციის ხაზის მიღმა და ზაზა გახელაძე და სხვებიც არიან მსხვერპლი ამ ოკუპაციის. ყველაფერს ერთბაშად არ ეშველება, მაგრამ ჩვენი პრეტენზია რუსეთის ფედერაციის შემდეგ მიმართული არის საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან დანაშაულებრივ, მოღალატეობრივ, კოლაბორაციაში მყოფ რეჟიმს, რომელმაც თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პროგრამაში დაისახა ამოცანად, რომ საქართველო ამოვარდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგიდან, როგორც პრობლემური საკითხი. აი ეს მიზეზი არის ის, რომ დღემდე რუსეთის ფედერაცია არ გრძნობს არც დიპლომატიურ, არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ ფასს იმ დანაშაულებებისთვის, რომელსაც ჩადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე ერთადერთი ლეგიტიმური და ყველაზე სწორი მოლაპარაკების ფორმულა და ფორმატი არის ჟენევის მოლაპარაკებები და არა ის სეპარატისტული დიალოგის ფორმატი რომელშიც საქართველო არის მარტო მონსტრ, არაცივილიზებულ, ატომური იარაღით შეიარაღებულ რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც არავინ არ ენდობა. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსეთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ არ ვართ მარტო", - განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო