მინდია საბანაძე - პრემიერთან საუბარი იყო, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც, ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ 1-2 კვირის მანძილზე დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ

„იყო საუბარი, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ერთი-ორი კვირის მანძილზე და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერსა და ბიზნესს შორის შეხვედრები გაგრძელდება.

“მოტივირებულია ხელისუფლება და პრემიერი, რომ როგორღაც სწრაფ რეჟიმში აამუშაოს ეკონომიკა. ფიზიკურად რა სექტორებიც გაჩერებულია, ყველა სექტორის დაქოქვაზეა საუბარი. ესაა დამოკიდებული დადებითობის მაჩვენებელზე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან განსხვავდებოდა წინა შეხვედრებისგან. ჩვენ დღეს ერთ ნავში ვისხედით, ერთმანეთს ვაძლიერებთ“,-აღნიშნა მან.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა