თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოების უნდობლობა ვაქცინის მიმართ ყველა ქვეყანაშია.

„ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება. დაახლოებით 40-47%-მდე მერყეობს მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელსაც იმედი აქვს იმის, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზად არის გაიკეთოს. 40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო აქტიური და რეალური სურათის დანახვის შემდეგ მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა დადებითად, რა თქმა უნდა, გვაქვს”, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

“ვაქცინაციის კამპანია არის ფონური, ზოგადი ხასიათის და მეტად აქტიური კამპანია დაიწყება თებერვლის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრამდე. ვაქცინის შემოტანის ვადებიც ასეთია, ჩვენთვის პირველი სამიზნე არის ჯანდაცვის პროფესიონალები. ვმუშაობთ მეტად აქტიურად ჩვენს კოლეგებთან, რომ მათთან გავიაროთ, მოვემზადოთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყოთ.

მათი ვაქცინაცია გარკვეულწილად იქნება სამაგალითო სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის, რაც განაპირობებს წახალისებას და მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში”, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს