მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე - უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს, ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი

უკრაინიდან ეს ადამიანი მერამდენედ გვმოძღვრავს. ერთხელ ვერ გაბედა ჩამოსვლა, რა გმირობაზეა საუბარი,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის განცხადებები არა “ქართული ოცნების”, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებაა.

“ეს განცხადება ამ ადამიანის მიერ არის ანტიეროვნული იმიტომ, რომ არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ძმაც რომ იყოს, კანონზე მაღლა დადგეს. არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება. ამ ნარატივით მართავდნენ ქვეყანას. ერთადერთი, რაც მათ არ აქვთ ეს არის ძალაუფლება, თორემ გააორმაგებდნენ იმ საშინელებას, რაც მათი მოღვაწეობის დროს ხდებოდა. მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, ვისაც ის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რომ ეს არის ძალა, რომელმაც ადამიანს ყველაფერი აკადრა, რაც კი ავტორიტარულ რეჟიმს შეეძლო ადამიანისთვის ეკადრებინა. უკადრებელიც კი იკადრეს”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ “დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში”.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს