შსს ე.წ. დაუმორჩილებლობის მსვლელობის მონაწილეების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. დაუმორჩილებლობის მსვლელობის მონაწილეებიდან 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა, საიდანაც ამ ეტაპზე 2 000 ლარით 8 პირი დააჯარიმა.

„ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაცია უწყებიდან გამოითხოვა. მათივე განმარტებით, ასევე 2 000 ლარით დაჯარიმდება 24 პირი, 19 პირის მიმართ კი გადაადგილების აკრძალვის განმეორებით შემთხვევას აქვს ადგილი, რის შესაბამისადაც მათთან მიმართებით გამოძიება დაიწყო.

„6-7 თებერვალს, თბილისში „ოპოზიცურ ძალთა გაერთიანების” მიერ დაორგანიზებულ ე.წ “დაუმორჩილებლობის მსვლელობაზე” იდენტიფიცირებული 51 პიროვნებიდან 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით. 24 პირზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით.19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სსკ-ის 248 პრიმა მუხლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მოქალაქეების ნაწილი 05:00 საათამდე დედაენის ბაღში იმყოფებოდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს