ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, შოთა თუთბერიძესთან მიმართებაში პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და პროფესიული უფლებების შეზღუდვას

ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დეტალურად და ყურადღებით იქნა შესწავლილი ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები - კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ განცხადებაში ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია, -ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშნულ საქმეში ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას.

„ადვოკატის განმარტებით, იგი 2021 წლის 8 თებერვალს, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ მითითებულ ადგილსამყოფელზე, სადაც ხორციელდებოდა ადვოკატ შოთა თუთბერიძის კლიენტის დაკავება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან. სიტუაციის გარკვევისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, ადვოკატმა ითხოვა კლიენტთან გასაუბრება, რაზედაც მას, როგორც ადვოკატს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ხელშეშლას, მისი უფლებების უხეშ დარღვევას, ასევე აცხადებს, რომ სახეზე იყო სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევას, კერძოდ მუქარის ფაქტები, რასაც შემდგომში მოჰყვა ადვოკატისათვის ხელბორკილების დადება და დაკავება.

ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დეტალურად და ყურადღებით იქნა შესწავლილი ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ განცხადებაში ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია. კერძოდ, ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას.

ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით. კერძოდ, “ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია”. ამასთან, “დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა” წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით უკვე მიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა