უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის საქმის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვისკენ მოუწოდებს.

„ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც უკრაინელებს თავიანთი ქვეყნისგან დაცვა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლების მიერ იახტის დაკავება იყო, რომელშიც უკრაინის ორი მოქალაქე ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი და საქართველოს მოქალაქე მიხაილო ბატურინი იმყოფებოდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ამ საქმეში უმოქმედობის შესახებ უსაფუძვლოა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, აღნიშნული საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.

„საელჩომ უამრავი შეხვედრა გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და პროკურატურის წარმომადგენლებთან მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოს კონსული დაეხმარა დაკავებულ უკრაინელებს ნათესავებთან დაკავშირებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში უკრაინის საელჩომ გაგზავნეს შესაბამისი ნოტები და განახორციელეს შუამდგომლობები. უკრაინელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია იახტაზე მყოფი პირების გასათავისუფლებლად,“- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული საქმის სწრაფად და მიუკერძოებლად განხილვისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ეს საქმე სწრაფად და მიუკერძოებლად, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის აღნიშნული მოქალაქეები,“- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა