მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა და რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც ტყეზე ზემოქმედების შემცირებასთან, მათ შორის, ტყის კოდექსის ახალ მიმართულებასთან - სოციალური ჭრების ახალ ფორმატთან არის დაკავშირებული. მათი ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ტყის კოდექსის ეფექტიანად ამოქმედებისათვის და რომელთა შორისაა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი.

„ვისაუბრეთ ასევე ფიტოსანიტარიის გამოწვევებთან დაკავშირებით როგორც ქალაქებში, ასევე ზოგადად სატყეო უბნებში. ხაზგასმით აღინიშნა იმის აუცილებლობაც, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია იყოს მუნიციპალიტეტებსა და ტყის მართვის ორგანოს შორის. ყურადღება გამახვილდა ტყის მართვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წევრი ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა