პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ამჯერად „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს

„კონცეპტArt“-ის პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, რომელიც მაყურებელმა ყველაზე თბილი გამოხმაურებით დააჯილდოვა, 12 თებერვალს „აქსის თაუერსი“ უმასპინძლებს, მომდევნო გაჩერება კი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება.

როგორც «ინტერპრესნიუსს“ „აქსის თაუერსიდან“ აცნობეს, მონატრებული მსმენელის ფანჯრებთან აქსის თაუერსის ტერასაზე, ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. სოლისტები იქნებიან ნატალია ქუთათელაძე და მარიამ ჯანჯღავა (Janngo). ერთ-ერთ კომპოზიციაზე ქორეოგაფიული ნომერს თინათინ წულაძე და ბაჩანა ჭანტურია შეასრულებენ. საღამოს ბახვა ბრეგვაძე გაუძღვება.

„თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან - ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია შინ გამოკეტილ მოსახლეობას გაუზიაროს სიხარული, მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და გაუმართოს კონცერტი მათთვის ძვირფას არტისტებთან ერთად.

პროექტის ავტორი - თეონა ჯორბენაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი მხატვარი - ვანო ჭელიძე. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება. 12 თებერვალს კონცეპტArt-ის და აქსისის ფეისბუქ გვერდებზე 21:30 საათზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი დაგეგმილ კონცერტს. პროექტის მასპინძელია - აქსის თაუერსი, თანამედროვე თბილისის ახალი ლენდმარკი ჭავჭავაძის 37-ში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ