ირაკლი ჩიქოვანი ხათუნა სამნიძის განცხადებაზე - "ოცნებას" ჩამოყალიბებული აქვს ხედვა, რომ საარჩევნო რეფორმა განახორციელოს, ამ საკითხებზე მუშაობა არავისთან ერთად პრობლემას არ წარმოადგენს

"ქართულ ოცნებას" აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, რომ განახორციელოს საარჩევნო რეფორმა, ამ საკითხებზე მუშაობა არავისთან ერთად პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ჩიქოვანის განმარტებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული საკითხი მემორანდუმშია ასახული და ის ნებისმიერი პარტიისთვის ღიაა.

„ბარიერის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ უკვე - მემორანდუმი, რომელიც გაფორმებულია არის ღია ნებისმიერი პარტიისთვის, იქ არის საუბარი ბარიერის ცვლილებაზე, ამას სჭირდება მუშაობა, ჩვენ უნდა შევაფასოთ და დავინახოთ, რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სწორი მიდგომა და რა მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანას მივცეთ დემოკრატიული, სტაბილური განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტი ღიაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რა კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს კონკრეტული ოპოზიციური ძალა, ფაქტი რჩება ფაქტად, "ქართულ ოცნებას" აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, რომ განახორციელოს საარჩევნო რეფორმა, რომ ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და ამ საკითხებზე მუშაობა არავისთან ერთად პრობლემას არ წარმოადგენს,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისათვის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს კანონპროექტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა