წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.

“საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, - აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა