აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ 2 პირი დააკავა

აქტივისტების განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

მათი ინფორმაციით, დაკავებულია ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე.

ამასთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 2 პირი შეუძლოდ გახდა.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს