ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ - მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება, რას აპირებთ!

მე მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას.

როგორც მელია აცხადებს, მისმა პრინციპულმა პოზიციამ "ქართულ ოცნებას" წონასწორობა დააკარგვინა.

როგორც მელია ამბობს, "უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე".

"პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა "ქართულ ოცნებას" და აიჭრნენ. უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად. მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!", - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ გუშინ ბრიფინგიც გამართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

ნიკა მელიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ნიკა მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის - "თითქოს აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც მას გადავუხადოთ გირაო".

შეგახსენებთ, რომ მელიას სასამართლოს მიერ განსაზღვრული 40 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს