ვაჟა ბერიძე - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის გამოსავალია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მეორე თვეა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. ხელისუფლება კი ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ ძალისხმევის შედეგი მინიმალურია.

თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს მივადევნებთ თვალს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად გარკვეული თვალსაზრისით ხელისუფლებაც ჩიხშია და ოპოზიციაც. ხელისუფლება ჩიხშია იმის გამო, რომ თავიდანვე უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ხოლო ოპოზიცია ჩიხშია იმის გამო, ხელისუფლებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ახლა მხოლოდ დაუმორჩილებლობისა ქუჩის აქციების იმედადაა დარჩენილი.

ხელისუფლების პოზიციებს აშკარად ასუსტებს ის გარემოება, რომ ხალხმა მათ არჩევნებზე ხმა ივანიშვილის გამოც მისცა, ის კი პოლიტიკას განერიდა და ახლა გაუგებარია ქვეყანას რეალურად ვინ მართავს - გახარია თუ კობახიძე. როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც ქვეყნის პოლიტიკური პროცესია გაჩხერილი?

- არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პოლიტიკური პროცესია „გაჩხერილი“ და გახირული ცასა და მიწას შორის. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმას „აბსურდის თეატრსაც“ ვეღარ დაარქმევ. ეს ყველაფერი „რასიომონის ეფექტის“ დამღას ატარებს - ყველას, პოლიტიკური პროცესის ყველა სუბიექტს და აქტორს თავისი ვერსია აქვს იმისა, რაც ხდება.

არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პოლიტიკური პროცესიაგაჩხერილიდა გახირული ცასა და მიწას შორის. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმასაბსურდის თეატრსაცვეღარ დაარქმევ

ყველას თავისი სიმართლე კი აქვს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს, რომ განსხვავებით აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით კუროსავას მიერ გადაღებული ფილმისა, აქ, ჩვენს რეალობაში, არამარტო სამურაი, ბანდიტი და მეტყევე არიან მართლები, არამედ სიმართლე, როგორც ასეთი, საერთოდ გამქრალია და სინამდვილე აღარ არსებობს.

არსებობს მხოლოდ შინაგანი, ორგანული, გაუნებელი სწრაფვა და ძიება ახალი იმპერიული წიაღის, საიდანაც, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა, გვიკარნახებენ, რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ მივდივართ აქეთკენ, თითქოს შეთანხმებულებიც ვართ, მაგრამ ცალცალკე ყველა ვიბრძვით ყველას წინააღმდეგ.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ „აღთქმული მიწაც“ - ევროპა და ახალი „პატრონიც“ - აშშ, თითქოსდა ნაპოვნია, მაგრამ, აგერ უკვე 30 წელია, ისინი ჰორიზონტივითაა - რაც უფრო უახლოვდები, უფრო გშორდება.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომაღთქმული მიწაც“ - ევროპა და ახალიპატრონიც“ - აშშ, თითქოსდა ნაპოვნია, მაგრამ, აგერ უკვე 30 წელია, ისინი ჰორიზონტივითაა - რაც უფრო უახლოვდები, უფრო გშორდება

ამ ყველაფრის კონტექსტშია სიტუაცია განსახილველი. ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, ამით არაფერი შეიცვლება. მათ არ აქვთ თავიანთი პოზიციის გამართლებისათვის საჭირო არგუმენტები. არჩევნები რაღაც დოზით რომ გაყალბდა, ცხადია. ისე, როგორც ყველა არჩევნები, ჩატარებული 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ.

მთავარი, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები არჩევნების შედეგებს აღიარებენ და ოპოზიციას საპარლამენტო სივრცეში შესვლისკენ მოუწოდებენ. ცალკეული პარტიების აზრი, რომ ისინი ამინდს ვერ შექმნიან პარლამენტში და სიტუაციაზე რეალურ ზეგავლენას ვერ მოახდენენ, სასაცილოა.

პოლიტიკური ოპოზიციის როლი და ფუნქცია დასავლურ დემოკრატიებში მკაფიოდაა განსაზღვრული და არ გულისხმობს ოპოზიციის რიცხოვნობას, როგორც ხელშემშლელ გარემოებას. ასეთი არგუმენტი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

ამიტომ, პარლამენტში არშესვლაც ოპოზიციის არჩევანია. ამით ისინი ვერ მიაყენებენ სერიოზულ დარტყმას მმართველ პარტიას. მათი არჩევანი ცხადი და მარტივია - მათ სურთ ქუჩაში დატოვონ მოვლენების ეპიცენტრი.

პარლამენტში არშესვლაც ოპოზიციის არჩევანია. ამით ისინი ვერ მიაყენებენ სერიოზულ დარტყმას მმართველ პარტიას. მათი არჩევანი ცხადი და მარტივია - მათ სურთ ქუჩაში დატოვონ მოვლენების ეპიცენტრი

როცა საპროტესტო მუხტი სუსტია და ოპოზიციური აქტივის რესურსი ექსცესების ორგანიზების, სიტუაციის დაძაბვის და ექსტრემიზმის ზღვარზე პროცესების მართვის, მინიმალურია. საბოლოო ჯამში, მათ წარმატების მიზერული შანსი აქვთ.

როცა საპროტესტო მუხტი სუსტია და ოპოზიციური აქტივის რესურსი ექსცესების ორგანიზების, სიტუაციის დაძაბვის და ექსტრემიზმის ზღვარზე პროცესების მართვის, მინიმალურია. საბოლოო ჯამში, მათ წარმატების მიზერული შანსი აქვთ

თქვენი კითხვა, ტრადიციულად ტევადია. ამიტომ, ერთსაც ვიტყვი. ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან, რაც მრავალწახნაგოვანი და საკამათო საკითხია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს ამცირებს და ამაზე მისაუბრია თქვენთანაც, მისაუბრია ივანიშვილთან ანალიტიკოსების და ექსპერტების მასთან შეხვედრაზე, როცა ის პირველად წავიდა მთავრობის მეთაურის, პრემიერის პოსტიდან.

თუმცა, სიტუაცია ახლა სხვაგვარია და მას ბევრი ასპექტი აქვს. ეს სივრცე თქვენი კითხვის იმ ასპექტსაც, თუ ვინ მართავს რეალურად - გახარია თუ კობახიძე, რიტორიკულად აქცევს.

არც ერთი, არც მეორე და არც ის, მესამე, რომელიც პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ფაქტობრივად ქვეყნის არაფორმალური მმართველი იყო, რაც ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისა და ანალიტიკოსისთვის, მიუღებელი იყო.

- გასაგებია, რომ „ნაციონალებში“ და „ევროპულ საქართველოში“ დაწყებული პროცესებით მმართველი გუნდი ხარობს, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ საკმაოდ არასრულყოფილი პოლიტიკური სისტემა შეგვრჩა. და ეს მაშინ, როცა ქვეყანა უამრავი გამოწვევების წინაშე რეალურად დგას.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მართალია ამის ბევრს დღემდე არ სჯერა, მაგრამ რაგბის ფედერაციაში განვითარებული მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ახლა ივანიშვილი მისსავე დაფუძნებული პარტიის პირველ-მეორე პირებს შორის კულუარულ გარჩევებში კი აშკარად არ ერევა.

არადა, წესით, მას ის მაინც უნდა აინტერესებდეს რაგბის განვითარებისთვის მის მიერ გაღებული თანხები რატომაა უკვალოდ გამქრალი, როგორც ამას რაგბის საქმეებში ჩახედული ხალხი ამტკიცებს.

ვიდრე სხვა თემებზე გადავიდოდეთ, ალბათ უპრიანი იქნებოდა გვემსჯელა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ჩატარებული არჩევნების შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა?

- ეს შეკითხვაც მნიშვნელოვანია და ბევრ ასპექტს მოიცავს. ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე საუბარი ნაადრევი მგონია. და არამარტო იმიტომ, რომ ჰეგელისეული აუცილებელი ისტორიული სიშორე, რადაც იგი დაახლოებით 100 წელს მოითვლიდა, ივანიშვილის საქმიანობიდან გასული არ არის. ამიტომ, ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის შეფასება ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი.

მნიშვნელოვანი თემაა წავიდა თუ არა ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც ცოტა ნაადრევი მგონია. მანამდე, მე მინდა ივანიშვილისგან ცალსახად მოვისმინო პოზიცია რამდენიმე საკითხზე - წყვეტს თუ არა იგი პარტია „ქართული ოცნების“ დაფინანსებას და ეს პარტია მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებისა და შემოწირულობების ამარა რჩება. წყვეტს თუ არა ივანიშვილი მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ტელევიზიების - „იმედის“, „რუსთავი2“-ის და „პოსტ ტვ“-ის დაფინანსებას.

მინდა ივანიშვილისგან ცალსახად მოვისმინო პოზიცია რამდენიმე საკითხზე - წყვეტს თუ არა იგი პარტიაქართული ოცნებისდაფინანსებას და ეს პარტია მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებისა და შემოწირულობების ამარა რჩება. წყვეტს თუ არა ივანიშვილი მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ტელევიზიების - „იმედის“, „რუსთავი2“-ის დაპოსტ ტვ“-ის დაფინანსებას

რა ელის ამ ტელეკომპანიებს, რომლებიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებად წამყვან ტელეარხებთან („ტვ პირველი“, „მთავარი“, „ფორმულა“) მედია სივრცის უკიდურესი პოლარიზაციის მთავარი ასპექტია და ერთობ მიუღებელი განვითარებადი დემოკრატიისთვისაც კი.

და მესამე - შეელევა თუ არა ივანიშვილი მის მიერ დანიშნული და ერთგული ადამიანების მეშვეობით მთავრობის ძალოვანი ბლოკის გაკონტროლებას და მისი გადამწყვეტი მოსაზრების გარეშე მოხდება თუ არა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა. ვიდრე ეს არ გარკვეულა, მოვლენები ქვეყანაში ივანიშვილის მიერ განსაზღვრული სცენარით ვითარდება.

შეელევა თუ არა ივანიშვილი მის მიერ დანიშნული და ერთგული ადამიანების მეშვეობით მთავრობის ძალოვანი ბლოკის გაკონტროლებას და მისი გადამწყვეტი მოსაზრების გარეშე მოხდება თუ არა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა. ვიდრე ეს არ გარკვეულა, მოვლენები ქვეყანაში ივანიშვილის მიერ განსაზღვრული სცენარით ვითარდება

და ერთიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ბიძინა, არამარტო ქუდბედიანი პიროვნებაა, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და დიდი ქონება იშოვა, არამედ უაღრესად გამჭრიახი, გონიერი და მიზანსწრაფული კაცია.

ახლაც დროული, გაბედული და პრინციპული ნაბიჯი გადადგა. „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ნანგრევებზე შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში დაბრუნდა ტრადიციული პოლიტიკური კლასი, რომელიც უეჭველად შეეცდება გლობალიზაციის პროცესს ახალი სული შთაბეროს. რა გამოვა აქედან, არც მათ იციან ჯერჯერობით. მაგრამ რომ შეეცდებიან, ეჭვგარეშეა.

თან ეს ხდება პანდემიისგან გაჩერებული მსოფლიო ეკონომიკის და შტატებში მასშტაბური ანტირასისტული მოძრაობის ფონზე, რომელიც სულაც არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი, როგორც ყველა ფრონტზე მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ფაქტორი, პრაქტიკულად განეიტრალებულია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც.

ივანიშვილმა იცის პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, მისი ქვეტექსტი და აქედან მომდინარე საფრთხეები. მისი აუარების 2/3, თუ მეტი არა, დასავლური სპეცსამსახურების კონტროლის არეალშია განთავსებული. თუ „გაზპრომის“ ყბადაღებულ 1%-ს არ გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად მთელი მისი ქონება დასავლეთშია. ამიტომ, ვიდრე ბაიდენი მყარად დამკვიდრდებოდა „თეთრ სახლში“, წავიდა პოლიტიკიდან.

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ივანიშვილი რეალურად წავიდა პოლიტიკიდან და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვა პროდასავლური ძალა, რომელიც მისი ლიდერების რაობიდან და ვინაობიდან გამომდინარე, დასავლეთის წინააღმდეგ არასდროს წავლენ და მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებასაც დათმობს.

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ივანიშვილი რეალურად წავიდა პოლიტიკიდან და აშშ- ახალ ადმინისტრაციას დაუტოვა პროდასავლური ძალა, რომელიც მისი ლიდერების რაობიდან და ვინაობიდან გამომდინარე, დასავლეთის წინააღმდეგ არასდროს წავლენ და მოვლენათა გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებასაც დათმობს

ამაოდ არ გაისარჯა ივანიშვილი „გამოსამშვიდობებელ სიტყვაში“, როცა საუბრობდა „ქართულ ოცნებაზე“, როგორც ოპოზიციურ ძალაზე. თავისი სოლიდური ქონებაც, ფაქტობრივად მილიარდიანი, გადასცა „ქართუ ფონდს“, ანუ ფაქტობრივად საქართველოს და მის ხალხს, იმ შემთხვევისათვის, თუ მას პოლიტიკური სპექტრი და ქართველი ხალხის უმრავლესობა შერისხავს.

ახლა, საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილმა თითქოსდა „ქართუ ფონდს“ თავისი აქტივები იმიტომ გადასცა, რომ გადასახადების გადახდა არ უნდა, უბრალოდ სასაცილოა.

ასე რომ, ივანიშვილი რთული და მრავალპლანიანი ფიგურაა და ცალსახა პასუხი იმაზე, წავიდა თუ არა ივანიშვილი რეალურად ქართული პოლიტიკიდან, ვფიქრობ, ნონსენსია. 5-7 მილიარდიანი ივანიშვილი საქართველოში სულ ფაქტორი იქნება...

ივანიშვილი რთული და მრავალპლანიანი ფიგურაა და ცალსახა პასუხი იმაზე, წავიდა თუ არა ივანიშვილი რეალურად ქართული პოლიტიკიდან, ვფიქრობ, ნონსენსია. 5-7 მილიარდიანი ივანიშვილი საქართველოში სულ ფაქტორი იქნება...

- ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ უბარიერო პროპორციული სისტემით შემდეგი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

უცნაური ხალხი ვართ აშკარად. საპარლამენტო მმართველობაზე ისე გადავიყვანეთ ქვეყანა, რომ საქართველოში კლასიკური გაგებით გავლენიანი პოლიტიკური პარტიები არ გვყავდა. სამწუხაროდ ახლაც ასეა. რაც გვყავს, ისინი უფრო ინტერესთა ჯგუფებს, ანაც ინტელექტუალურ კლუბებს უფრო ჰგვანან, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს.

ამ მიმართულებით „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „რესპუბლიკელების“ აქტიურობა სხვა არაფერია, თუ არა უფრო იმაზე ზრუნვა, რომ მათ 2024 წელსაც ჰქონდეთ პოლიტიკურ სცენაზე ყოფნის შესაძლებლობა.

მათი მოტივი გასაგებია. „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მოტივიც გასაგებია. არც ერთს არ უნდა უბარიერო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან მათ ბარიების პრობლემა არ აქვთ. ქართული პოლიტიკურ რეალობა და ჩვენივე პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებები კარგად იცით.

ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - იმ რეალობასა და გაუგებრობაში, რომელშიც ახლა მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებაა აღმოჩენილი, რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი უბარიერო პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა?

- ნებისმიერი პოლიტიკური სისტემა უნდა აიგოს ამ ეტაპზე ამ ან ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაღალი ბარიერით იქნება არჩევნები თუ სრულიად უბარიერო, აქ მთავარია რას მისცემს იგი ქვეყანას.

თქვენ კარგად შენიშნეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უცნაურობათა რიგში არის ერთიც - საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ ძლიერი, გავლენიანი, შესაბამისი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მქონე პარტიების არარსებობის პირობებში.

ერთი მხრივ, სახელისუფლო პარტიაა, რომელსაც აქვს ფაქტობრივად განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი და განათლებული ადამიანების დაქირავების საშუალება და მეორე მხარეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, იმ ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობის მთავარი შემოქმედი, აურაცხელი შეცდომებით, გადაცდომებით და კრიმინალით, თუმცა განხორციელებული რეფორმებითაც და მიღწევებითაც.

და კიდევ ერთი ფანტასმაგორიული, შეიძლება ითქვას, მომენტი - დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ არადემოკრატიული პარტიები, პარტიები, რომლებიც ხშირად ერთი ბელადის ან ლიდერის, ან რამდენიმეკაციანი სამეგობროს არცთუ მრავალრიცხოვანი ჯგუფია, სადაც ყველა გადაწყვეტილებას ერთი, ორი, მაქსიმუმ 10 კაცი იღებს, დამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში მისი გადამწყვეტი ხმის პირობებში. ამაზე ჩვენც გვისაუბრია ერთ-ერთ ინტერვიუში.

რაც შეეხება ბარიერს, თუ გვინდა, რომ პარლამენტი უფრო მეტად ქმედუნარიანი იყოს, 5 პროცენტიან ბარიერზე უნდა შევჯერდეთ, თუ გვინდა ცოტა უფრო მეტად წარმოვაჩინოთ სხვადასხვა პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოში, 3 პროცენტიანი ბარიერი უნდა შემოვიღოთ, ხოლო თუ „ორპარტიული“ პარლამენტი გვინდა, რომელიც გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს, უბარიერო პროპორციული სისტემა უნდა დავნერგოთ.

თუ გვინდა, რომ პარლამენტი უფრო მეტად ქმედუნარიანი იყოს, 5 პროცენტიან ბარიერზე უნდა შევჯერდეთ, თუ გვინდა ცოტა უფრო მეტად წარმოვაჩინოთ სხვადასხვა პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოში, 3 პროცენტიანი ბარიერი უნდა შემოვიღოთ, ხოლო თუორპარტიულიპარლამენტი გვინდა, რომელიც გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებს, უბარიერო პროპორციული სისტემა უნდა დავნერგოთ

ზოგჯერ და, შეიძლება დღესაც, ღირდეს უბარიერო პროპორციულ სისტემაზე წასვლა პოლიტიკური ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსასვლელად. თუ რა თქმა უნდა, იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით კომპრომისის არცთუ სახარბიელო გამოცდილება გვაქვს 1993-1995 წლების პარლამენტის სახით.

შეიძლება დღესაც, ღირდეს უბარიერო პროპორციულ სისტემაზე წასვლა პოლიტიკური ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსასვლელად. თუ რა თქმა უნდა, იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით კომპრომისის არცთუ სახარბიელო გამოცდილება გვაქვს 1993-1995 წლების პარლამენტის სახით

- ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობით პარტიის რებრენდინგი დაიწყო. მანვე თქვა, რომ ამ პროცესის დაწყება სააკაშვილისა და პარტიის ძველი გვარდიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის ფონზე პერმანენტულად გვესმის კიევიდან მესამე პრეზიდენტის მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ.

ამის პარალელურად დაანონსდა - თუ მელია ჯარიმას არ გადაიხდის სამაჯურის მოხსნის გამო, შეიძლება დააკავონ. მელიას სამაჯური პროკურატურას 2 თვე არ გახსენებია, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ გაახსენდა, როცა ცხადი გახდა, რომ „ნაციონალები“ პარლამენტში ნამდვილად აღარ შევლენ.

როგორ შეაფასებდით „ნაციონალებში“ დაწყებულ რებრენდინგის პროცესს, სააკაშვილის განცხადებებს დაუმორჩილებლობაზე, ასევე მელიას მიმართ ხელისუფლების მიერ მოქმედების არჩეულ გზას?

ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ მელიას ნაცვლად ჯარიმას მის სასარგებლოდ სხვები გადაიხდიან...

- ეს იწილო-ბიწილო არავისთვის არაფრის მომტანი არ არის. მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაცმოძრაობის“ და მიშა სააკაშვილის სტრატეგია აბსოლუტურად ზუსტი, თანმიმდევრული და გასაგებია. ეს პარტია და მისი მოკავშირეები საქართველოში ვერც ერთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმ „9 წლის“ შემდეგ.

ამიტომ, სააკაშვილი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ ვაშინგტონმა და უფრორე მოსკოვმა მწვანე შუქი აუნთოს მის დაბრუნებას ხელისუფლებაში.

სააკაშვილი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ ვაშინგტონმა და უფრორე მოსკოვმა მწვანე შუქი აუნთოს მის დაბრუნებას ხელისუფლებაში

ეს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - დესტაბილიზაცია ქვეყნის მასშტაბით, მოვლენათა ეპიცენტრის ქუჩაში გადატანა და დატოვება, სახელმწიფო სტრუქტურებზე მჭიდრო პრესინგი, ხელისუფლების იძულება დაუშვას შეცდომები, მიაღწიოს უკმაყოფილო ადამიანების მასობრივად გამოყვანას ქუჩებში, საპროტესტო ტალღის აგორება, რომელიც უკან დახევას აიძულებს ხელისუფლებას, მათი კარნახით მოხდეს ცესკოს გადაკომპლექტება, იქ მათთვის მისაღები, ხელსაყრელი და მართვადი ადამიანების დანიშვნა და ასეთი პერმანენტული ზეწოლის პირობებში არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგის დაყენება. ახლა, აქ შემსრულებლები ვინ იქნებიან, ამას სააკაშვილისთვის მნიშნელობა არ აქვს.

როცა მიშა სააკაშვილმა დაუშვა პარტიის თავმჯდომარედ მელიას არჩევა, მისი ფავორიტის ლევან ვარშალომიძის მარცხი, თითქოსდა სააკაშვილი შეეგუა პარტიაში მელიას და მისი მომხრეების გაძლიერებას და ეს, ყველაფრის მიუხედავად, რამდენადმე „ნაცმოძრაობის“ კათარსიზის დასაწყისად გამოიყურებოდა.

რა თქმა უნდა, თუ „ნაცმოძრაობას“ სურს ჰქონდეს მომავალი, მან ცალსახად და მკაფიოდ უნდა შეაფასოს „იმ 9 წლიანი მმართველობის“ პერიოდი, დაშვებული შეცდომები და კრიმინალი და პოლიტიკიდან წასვლა აიძულოს 2003-2012 წლების შეცდომების და დანაშაულობების გამო პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს. სხვათა შორის, იგივე ეხება „ევროპულ საქართველოსაც“. მაგრამ, ეს ყველაფერი, ჯერჯერობით ჩანს, რომ მოჩვენებითი ეფექტი იყო.

თუნაცმოძრაობასსურს ჰქონდეს მომავალი, მან ცალსახად და მკაფიოდ უნდა შეაფასოსიმ 9 წლიანი მმართველობისპერიოდი, დაშვებული შეცდომები და კრიმინალი და პოლიტიკიდან წასვლა აიძულოს 2003-2012 წლების შეცდომების და დანაშაულობების გამო პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს. სხვათა შორის, იგივე ეხებაევროპულ საქართველოსაც“. მაგრამ, ეს ყველაფერი, ჯერჯერობით ჩანს, რომ მოჩვენებითი ეფექტი იყო

ნიკა მელიამ მხოლოდ ერთადერთი სიახლე შემოგვთავაზა ჯერ-ჯერობით - გაიმეორა ბიძინას ნოუ ჰაუ - პარტიის სპიკერებად და ლიდერებად პოლიტიკური ბიოგრაფიის არმქონე ხალხის დანიშვნა.

მე ვაკეთებ ბანკირებს ლიფტიორებისა და „ახრანიკებისგან“ - უთქვამს ბიძინას. ეს მეთოდი უკვე „ნაცმოძრაობამაც“ აითვისა და დანიშნეს კიდეც ათამდე ახალი სპიკერი, ფაქტობრივად უცნობი არამარტო საზოგადოებისთვის, მედიისთვისაც კი.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს?

- ჩემი პასუხის მეორე ნაწილიც პირველის გაგრძელება იქნება -ნიკა მელიას თუ უნდა, რომ წარმატებული პოლიტიკური ლიდერი გახდეს, უნდა შეეშვას სააკაშვილის თამაშს. სააკაშვილის სტრატეგიის, თუნდაც მთავარ ფიგურად დაფიქსირება არც მას მოუტანს შედეგს, არც პარტიას და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სააკაშვილს. მელიას როგორც ენერგიული, აქტიური და გაბედული ლიდერის პოზიციონერება, უნდა შეივსოს დინჯი და გაწონასწორებული პოლიტიკური ნაბიჯებით.

ნიკა მელიას თუ უნდა, რომ წარმატებული პოლიტიკური ლიდერი გახდეს, უნდა შეეშვას სააკაშვილის თამაშს. სააკაშვილის სტრატეგიის, თუნდაც მთავარ ფიგურად დაფიქსირება არც მას მოუტანს შედეგს, არც პარტიას და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სააკაშვილს

არ შეიძლება ყველაზე მეტი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თუნდაც უსამართლოდ გაკეთებულ სამაჯურს საჯაროდ ისროდეს და დაკისრებულ გირაოს არ იხდიდეს, ანუ კანონის დარღვევის მაგალითს ძლევდეს თავის მომხრეებს.

ბევრი პოლიტიკური ლიდერი უსამართლოდ თავისუფლებააღკვეთილი, ხელისუფლების უმაღლესი პოზიციებისკენ უდრტვინველი კანონმორჩილებით იკაფავს გზას და ეს ზრდის საზოგადოების მხრიდან მის მხარდაჭერას. ნიკა მელია კი „მიწოლით“ ცდილობს მიზნის მიღწევას.

ბევრი პოლიტიკური ლიდერი უსამართლოდ თავისუფლებააღკვეთილი, ხელისუფლების უმაღლესი პოზიციებისკენ უდრტვინველი კანონმორჩილებით იკაფავს გზას და ეს ზრდის საზოგადოების მხრიდან მის მხარდაჭერას. ნიკა მელია კიმიწოლითცდილობს მიზნის მიღწევას

მელიას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უფრო მაგარი „მიმწოლებიც“ გამოჩნდებიან. როცა თავის დროზე, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამართლიან და დროულ ბრძოლაში სააკაშვილი და მისი მომხრეები „ბეზპრედელს“ მიაწვნენ“, მაშინაც გავაფრთხილე ისინი, რომ რაღაც ეტაპზე თავადაც „ბეზპრედელის“ მსხვერპლი გახდებოდნენ... ამ ყველაფრის გათვალისწინება ოპოზიციას, ვფიქრობ, წაადგება.

- „ნაციონალების“ მსგავსად „ევროპულ საქართველოში“ დაიწყო გადაჯგუფებისა თუ გადალაგების პროცესი. წაგებული აღჩევნების შემდეგ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ამ პარტიაში მომხდარის გადააზრებისა თუ მმართველი გუნდის გადახალისების პროცესი.

თუ გიგა ბოკერიას განცხადებებს - „არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ვინმე ტოვებს, არ ამქვს.“ ასევე მეორე განცხადებას - „ნაციონალებთან“ გაერთიანება არ იგეგმება“, - კარგად დავაკვირდებით, შესაძლოა, სულაც არ იყოს მხოლოდ ჭორი, რომ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა კიევში სააკაშვილს შეხვდნენ.

მალე გაირკვევა რეალურად რა ხდება „ევროპულ საქართველოში“ და რომელ ჯგუფს მოუწევს პარტიის დატოვება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „ევროპულ საქართველოში“ დაწყებული პროცესები?

- „ევროპულ საქართველოში“ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ამ ევროპული დემოკრატიის ადატეპმა, მიუხედავად მათი საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური დონისა, ვერ გააცნობიერეს, რომ ევროპული დემოკრატია გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დაშვებული შეცდომებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არასაკმარისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ორგანიზაციული გამიჯვნა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს რამდენიმე მათი ლიდერის პოლიტიკიდან წასვლის აუცილებლობას.

ევროპული საქართველოსლიდერებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ევროპული დემოკრატია გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დაშვებული შეცდომებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არასაკმარისიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანორგანიზაციული გამიჯვნა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს რამდენიმე მათი ლიდერის პოლიტიკიდან წასვლის აუცილებლობას

ბოლოს და ბოლოს, მიწიერი ადამიანებისთვის პოლიტიკის გარდა ქვეყნად სხვა სარბიელიც არსებობს, როგორც ეს ევროპაშია.

ახლა იქნებ ვინმემ მიპასუხოს, რა განსხვავებაა, ან რა განსხვავება იყო, ბოლო წლებში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის? - პრინციპები იგივე, მიდგომები იგივე, ხედვები იგივე, დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ წარსულთან იგივე. წინა ხელისუფლების დროს მათ მიერ დაშვებული შეცდომების შეფასება და დამოკიდებულება ერთი და იგივე... სტრატეგია იგივე, ტაქტიკა იგივე...

- საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ოპოზიცია ჩიხშია. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ოცნებას“ დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. არა მგონია მათ გაითვალისწინონ მისი მოწოდება.

საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩანან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი. გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი სხვა პარტიები შეძლებენ საზოგადოებისთვის იმგვარი იდეების შეთავაზებას, რომ ისინი საზოგადოებისთვის მეინსტრიმული აღმოჩნდეს?

- დასანანია, რომ „ლელო“ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების პარტიად იქცა. არადა, დასაწყისში უფრო მეიმედებოდა. მათი „მარშალის გეგმა“, საინტერესო ადამიანების ერთ გუნდად გაერთიანება ლიდერების ბანკირული იმიჯის მიუხედავად, იმედისმომცემ ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივას მოასწავებდა.

პირველი შედეგიც ნორმალური დაიდო. მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ერთიანი ოპოზიციის ნაწილად პოზიციონირება გადაწყვიტა, რაც ჩემი აზრით, შეცდომა იყო. უკვე მათ ნაბიჯებში და საქმიანობაში დამოუკიდებელი და თავისთავადი ხაზი არ იძებნება. ფაქტობრივად, „ლელო“ აღიქმება, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი და არა მოკავშირე ანდა სულაც პერსპექტივის მქონე მესამე ძალა.

ხაზარაძემ ერთიანი ოპოზიციის ნაწილად პოზიციონირება გადაწყვიტა, რაც ჩემი აზრით, შეცდომა იყო. უკვე მათ ნაბიჯებში და საქმიანობაში დამოუკიდებელი და თავისთავადი ხაზი არ იძებნება. ფაქტობრივად, „ლელოაღიქმება, როგორცერთიანი ნაციონალური მოძრაობისსატელიტი და არა მოკავშირე ანდა სულაც პერსპექტივის მქონე მესამე ძალა

ახალგაზრდების წამოწევა წინა პლანზე, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყოს და პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობდეს, უცნაურია. თან, ეს დუმილი მრავალმნიშვნელოვნად გამოიყურება...

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ეს არის პარტია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა „ხმების დათვლის“ პროცესში. ყველაზე მეტი მას გაუყალბეს. არადა, „პატრიოტები„ პარლამენტში შესვლით ორ კურდღელს კლავდნენ - ოპოზიციას აძლევდნენ საბაბს, რომ პრორუსულ პარლამენტზე ელაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ იქნებოდა, მეორე მხრივ, მათ მთავარ მტრებზე - „ნაც მოძი“ და „ევრო საქი“, შურს იძიებდნენ, ერთიან ოპოზიციურ ფრონტს დაშლიდნენ.

რაა „პატრიოტთა ალიანსის“ არენიდან გარიდების და ხანგრძლივი დუმილის მიზეზი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მიეთ-მოეთი იმის თაობაზე, რომ მათ შორიდან მოუვიდათ მესიჯი ბიძინას დასასჯელად სხვა ოპოზიციური ძალებისთვის ეცლიათ და არ შეეშალათ ხელი, ჩემთვის სარწმუნო არ არის და მიუღებელია.

პატრიოტთა ალიანსი“, არის პარტია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდახმების დათვლისპროცესში. ყველაზე მეტი მას გაუყალბეს... მათი არენიდან გარიდების და ხანგრძლივი დუმილის მიზეზი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მიეთ-მოეთი იმის თაობაზე, რომ მათ შორიდან მოუვიდათ მესიჯი ბიძინას დასასჯელად სხვა ოპოზიციური ძალებისთვის ეცლიათ და არ შეეშალათ ხელი, ჩემთვის სარწმუნო არ არის და მიუღებელია

რაც შეეხება სხვა პარტიებს, არის მოლოდინი და არის დაკვეთა, რომ არენაზე ახალი იდეებით და ახალი სახეებით გამოჩნდეს რამდენიემ ახალი პარტია. სარბიელზე არსებულთაგან იმედის მომცემი არავინ არის. იქნებ ამ ძალების გადაჯგუფებით ჩამოყალიბდეს ის ძალები, რომელთა გარეშეც პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში დარჩება მინავლებული და მკვდარი.

ვგულისხმობ პარტიებს ახალი ორიგინალური იდეებით, სათანადო ინტელექტუალური რესურსით და ფინანსებით. სამწუხაროდ, ფული თანამედროვე პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერაფერზე შეთახმდნენ, ქვეყანა არ დაინგრევა, პოლიტიკური პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება და „ქართული ოცნება“ შეძლებს 2024 წლამდე მშვიდად მისვლას.

თუ ოპოზიცია, ვგულისხმობ „ნაციონალებს“ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარლამენტში არ შევიდნენ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები შიდა პოლიტიკაში?

- მიუხედავად ხელისუფლების შესაძლებლობების შეზღუდულობისა და ოპოზიციის სისუსტისა და დასაყრდენი ელექტორალური ბაზის არასაკმარისობისა, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად ამოყირავდეს.

ამიტომ მივიჩნევ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის გამოსავალია. როგორც არაერთხელ მითქვამს, იგი უნდა ჩატარდეს არა უადრეს 2022 წლის შემოდგომისა, რათა მოესწროს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა, ცესკოს გადაკომპლექტება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველასთვის გამოსავალია, იგი უნდა ჩატარდეს არა უადრეს 2022 წლის შემოდგომისა, რათა მოესწროს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა და ცესკოს გადაკომპლექტება

ამ დროში პარტიებიც სათანადოდ უნდა მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის და აღარ იყონ სახელისუფლო რესურსის, ან მარტოოდენ პრიმიტიული პოპულიზმის ამარა. სხვა შემთხვევაში, ეს კარიკატურული დემოკრატია არაფერს სასიკეთოს არ მოიტანს და შესაძლოა ერთადერთი პოლიტიკური ექსტრემიზმის აღორჭინების მოწმე გავხდეთ.

- როცა ხელისუფლების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ვმსჯელობთ, უმნიშვნელოვანესია თუ რა ფინანსური რესურსები აქვს ხელისუფლებას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.

სამწუხაროდ, 2021 წელს ეკონომიკის პანდემიამდელ ნიშნულზე აღდგენა, ვერ მოხერხდება. ეკონომიკაში უმძიმესი ვითარების გამოსწორებას დრო და ფინანსები დასჭირდება.

ვიცით, რომ ფინანსები გვაქვს, მართალია ნასესხები, მაგრამ მაინც. ვითარებაში, როცა აღებული ვალების ხარჯვა გამჭირვალედ არ ხდება, თქვენ თუ გაქვთ იმის განცდა, რომ აღებულ ვალებს ხელისუფლება სწორად და ეფექტურად იყენებს?

- ვითარება ეკონომიკის თვალსაზრისით დამაფიქრებელია. პანდემიამ ყველა დააზარალა და ჩვენი ქვეყანაც. ვალებიც, სამწუხაროდ, გაიზარდა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ გამოირჩევა მდიდარი წიაღისეულით, არ გვაქვს ნავთობი და გაზი, არც სავალუტო რეზერვები გვაქვს სათანადო მოცულობის.

ამის მიუხედავად, მთავრობა პრობლემებს მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდება. რა თქმა უნდა, ფინანსების უფრო გამჭვირვალედ ხარჯვაა საჭირო და უფრო ეფექტური უნდა იყოს ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმძიმეს სიტუაციაში.

მთავრობა პრობლემებს მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდება. რა თქმა უნდა, ფინანსების უფრო გამჭვირვალედ ხარჯვაა საჭირო და უფრო ეფექტური უნდა იყოს ბიზნესისა და ეკონომიკის ხელშეწყობა უმძიმეს სიტუაციაში

დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, - საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის სრული განცდა, რომ ხელისუფლება სწორად და ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს.

დროა, დაიწყოს პროფესიონალების და პოლიტიკოსების მონაწილეობით საერთო ეროვნული დისკუსია თემაზე - როგორი უნდა იყოს პოსტკოვიდური ეკონომიკა. ეს არც ჩვენ ვიცით და არც სხვა ქვეყნებმა არ იციან. ეს მიდგომები მოსაძიებელია.

დროა, დაიწყოს პროფესიონალების და პოლიტიკოსების მონაწილეობით საერთო ეროვნული დისკუსია თემაზე - როგორი უნდა იყოს პოსტკოვიდური ეკონომიკა. ეს არც ჩვენ ვიცით და არც სხვა ქვეყნებმა არ იციან. ეს მიდგომები მოსაძიებელია

- კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, - „დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება ადგენს და იგი ამას ძალიან მარტივად და მშვიდად აკეთებს“.

მისივე თქმით, - „თუ საპროტესტო ტალღა ქუჩაში აგორდა, მას ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ დაიმორჩილებს“.

რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს „ქართულ ოცნებას“ იმის ინტელექტუალური და საკადრო რესურსი, რომ 2024 წლის არჩევნებამდე შეძლოს ქვეყნის მშვიდად და უმტკივნეულოდ მიყვანა?

- თუ მშვიდად, წყნარად და გონივრულად არ წავედით ვადამდელი არჩევნებისკენ, 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე მისვლა გაჭირდება. და ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა. ეს იმ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, რომელიც საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობს და არ ითვისებს 60 ადგილს ხელისუფლების 90-ის წინააღმდეგ. ეს ჩვენ ძვირად დაგვიჯდება.

თუ მშვიდად, წყნარად და გონივრულად არ წავედით ვადამდელი არჩევნებისკენ, 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე მისვლა გაჭირდება

რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია უკვე სხვაგვარია. აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ღერძი რუსეთ-აზერბაიჯან-თურქეთის ღერძით იცვლება. ერდოგანი ექვსეულის იდეას გვთავაზობს. შტატების ახალი ადმინისტრაცია ჩქარობს, მაგრამ რეგიონზე ყურადღების კონცენტრაციას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. ეკონომიკა გაჩერებულია. პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო