მინისტრის მოადგილე - განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ამის შესახებ დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, „თუ მოსწავლეს პირბადე დაუვარდა, ან დარჩა, არის რესურსი, რომ სკოლამ უზრუნველყოს ის პირბადით".

"ამის მარაგი არის, თუმცა, ამ შემთხვევაში მშობელი არის პასუხისმგებელი შვილს გამოატანოს პირბადე. მარაგი შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში. ჩვენ შევხედავთ, თუ დასჭირდებათ, ამის მარაგიც არის და ვისაც დასჭირდება, მივაწვდით“, - განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწება სკოლების მონიტორინგს განახორციელებს და შეამოწმებს, რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს.

„მონიტორინგისთვის შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც დღეს დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. სპეციალური პლატფორმა აეწყო ელექტრონულად, სადაც ჩვენ მოვახდენთ ანალიზს, თუ ხარვეზი დაფიქსირდა. კითხვარი ეხება უშუალოდ კოვიდთან დაკავშირებით, რამდენად იცავს იმ წესებს სკოლა, რაც დადგენილია. სკოლების განმეორებითი გადამოწმების შესაძლებლობაც იქნება. პირველ რიგში, რეკომენდაციებს გავცემთ სკოლებისთვის, რომ ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, გამოსწორდეს. მონიტორინგი ჩატარდება ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან მიმართებაში, არის თუ არა წყლის მარაგი, თხევად საპონთან და სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით; გამოკრულია თუ არა საინფორმაციო პოსტერები, არის თუ არა დამტკიცებული მშობელთან კომუნიკაციის დოკუმენტი და ა.შ. ამ ეტაპზე ასეთი ტიპის მონიტორინგი იქნება", - განაცხადა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მინისტრის მოადგილე - განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ამის შესახებ დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, „თუ მოსწავლეს პირბადე დაუვარდა, ან დარჩა, არის რესურსი, რომ სკოლამ უზრუნველყოს ის პირბადით".

"ამის მარაგი არის, თუმცა, ამ შემთხვევაში მშობელი არის პასუხისმგებელი შვილს გამოატანოს პირბადე. მარაგი შესყიდულია და დარიგებულია სკოლებში. ჩვენ შევხედავთ, თუ დასჭირდებათ, ამის მარაგიც არის და ვისაც დასჭირდება, მივაწვდით“, - განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწება სკოლების მონიტორინგს განახორციელებს და შეამოწმებს, რამდენად იცავენ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს.

„მონიტორინგისთვის შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც დღეს დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. სპეციალური პლატფორმა აეწყო ელექტრონულად, სადაც ჩვენ მოვახდენთ ანალიზს, თუ ხარვეზი დაფიქსირდა. კითხვარი ეხება უშუალოდ კოვიდთან დაკავშირებით, რამდენად იცავს იმ წესებს სკოლა, რაც დადგენილია. სკოლების განმეორებითი გადამოწმების შესაძლებლობაც იქნება. პირველ რიგში, რეკომენდაციებს გავცემთ სკოლებისთვის, რომ ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, გამოსწორდეს. მონიტორინგი ჩატარდება ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან მიმართებაში, არის თუ არა წყლის მარაგი, თხევად საპონთან და სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით; გამოკრულია თუ არა საინფორმაციო პოსტერები, არის თუ არა დამტკიცებული მშობელთან კომუნიკაციის დოკუმენტი და ა.შ. ამ ეტაპზე ასეთი ტიპის მონიტორინგი იქნება", - განაცხადა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო