სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მენტორობის პროგრამა დაინერგა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მენტორობის პროგრამა დაინერგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მენტორობის პროგრამა პირველად დაინერგა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათი განვითარების ხელშეწყობაზე. ორგანიზაციაში დამწყები თანამშრომლებისა და სტაჟიორების სწრაფი ინტეგრაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამსახურში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მენტორობის პროგრამა პირველად დაინერგა. მენტორი არის გამოცდილი, შესაბამისი ცოდნის, მაღალი პროფესიული ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელიც სამსახურის შიგნით დამწყებ თანამშრომლებს ორგანიზაციული კულტურის გაცნობაში, საქმიანობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფაქტობრივად ყველა სტრუქტურული ერთეულიდან 17 მენტორი შეირჩა, რომლებმაც 3 დღიანი წინასწარი მომზადება გაიარეს.

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ: საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის წარმომადგენლები სოფია ბაბუციძე და ქეთევან ასანიძე.

სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა იმ პრაქტიკულ საკითხებს, რაც მენტორებს ახალდანიშნულ კადრებთან თანამშრომლობასა და მათთვის ცოდნის გაზიარებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროგრამა მოიცავდა: ორგანიზაციაში მენტორის როლს, მენტორობის ეტაპებს, თანამშრომლობის ფორმებს, ახალი თანამშრომლის ორგანიზაციაში ადაპტაციას, მოტივაციის თეორიებს, სწავლების მეთოდებსა და უკუკავშირის გაცემის ტექნიკებს. მენტორობის პროგრამა ორიენტირებულია დამწყები თანამშრომლების შესაძლებლობების გამოვლენაზე, მათ წახალისებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე”, - აცხადებენ უწყებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო