ნიკა ობოლაძე ნიკა მელიაზე - თავმჯდომარის გარეშე ვერ დავრჩებით ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერ დაიჭერენ და რომც დაიჭირონ, მაშინ დაკავებული თავმჯდომარე გვეყოლება

ხელისუფლება ერთი ხელით გვეუბნება, რომ შემოდით პარლამენტში და მოგელაპარაკებითო, როდესაც ამ ხელით ვერ მოატყუა ოპოზიცია და მიიღო ერთიანი ბოიკოტი, ახლა მეორე ხელით ცდილობს, რომ დააშინოს და დაიჭიროს,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ პროკურატურის გადაწყვეტილება, პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად მიმართოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის გარეშე არ დარჩება, რადგან მელიას ვერ დაიჭერენ და თუ მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს და დააპატიმრებენ, მაშინ პარტიას ეყოლება დაპატიმრებული თავმჯდომარე.

„თავმჯდომარის გარეშე ვერ დავრჩებით ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერ დაიჭერენ და მერე, რომც დაიჭირონ, მაშინ დაკავებული თავმჯდომარე გვეყოლება. ვერ დაიჭერენ, იმიტომ, რომ მართლები არ არიან. თუ ოდნავ მაინც აქვთ საღი აზრი შერჩენილი, ვერ და არ უნდა გააკეთონ ეს, არ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი. მელიას ედავებიან იმას, რომ 20 ივნისს რაღაც არასწორად გააკეთა თურმე. მელიას რას ედავებიან, რაზე იჭერენ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე? ვის გაუგია სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმილი ერთ ან ორ საათში ან რა გადატრიალებაზეა ლაპარაკი. მელია არის თუ არა მართალი და უნდა დაიჭირონ თუ არა, ეს კითხვა რომ დგას დღეს, ამაზე პასუხი თითქმის ყველამ ვიცით, ვგულისხმობ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც, მაგრამ მაინც ხელისუფლება ცდილობს, ეს საკითხი კვლავ დააყენოს და გვიწევს ამაზე პასუხის გაცემა და მოდით ამაზე ვუპასუხოთ, არის თუ არა აბსოლუტურად მართალი ამ საქმეში? - კი, იმიტომ, რომ პარლამენტის ხაზზე გადიოდა 20 ივნისს სიმართლის ხაზი, პარლამენტის გარეთ იდგა ხალხი, ვინც იყო შეწუხებული, აღშფოთებული, შეურაცხყოფილი, გულწრფელი და გაბრაზებული, ეს ხალხი იყო მართალი,“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მისი თქმით, თუ ვინმეს სურს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი უკეთესობისკენ შეცვალოს, უნდა იყოს მართალი და თუ ხარ მართალი, არ უნდა გეშინოდეს არც დაკავების და არც თავგანწირვის.

„ჩვენ ვერ დავგეგმავთ პოლიტიკურ პროცესებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, შემდეგი ერთი წელი, ორი წელი. ამ ქვეყანაში ეგრე არ იგეგმება პოლიტიკური პროცესები, ამ ქვეყანაში თუ გინდა, რომ პოლიტიკური პროცესი გააკეთო, თუ გინდა, რომ ხელისუფლება შეცვალო, თუ გინდა, რომ რაღაც კარგი მოხდეს, პირველ რიგში, საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა არის, რომ იყო მართალი და თუ შენ ხარ მართალი მორალურადაც, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც, შენ არ უნდა შეგეშინდეს არც თავგანწირვის, არც დაჭერის, არც ნებისმიერი სცენარის განვითარების იმიტომ, რომ შენ ხარ მართალი და ამ საქმეში მელია არის მართალი მორალურადაც, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც,“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო