დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც არაუგვიანეს მაისში გაიმართება, არ დავაყენო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურა,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოსთვის“ მისი 4 - წლიანი თავმჯდომარეობა იყო წარმატებული და კარგი.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიას მუდმივი განახლება სჭირდება.

"ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, "ევროპული საქართველოს" მომავალ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება არაუგვიანეს მაისისა, სადაც წესდებიდან გამომდინარე, დადგება პარტიის თანამდებობის პირების არჩევის საკითხი, მივიღე გადაწყვეტილება, ამ ყრილობაზე არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, პირველი მიზეზი, პარტიას სჭირდება მუდმივი განახლება და დღეს საზოგადოების დაკვეთაა პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც მიმდინარეობდეს მუდმივი განახლება, ჩნდებოდნენ ახალი სახეები.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ "ევროპულ საქართველოში" ჩემი 4- წლიანი მოღვაწეობა იყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის. კიდევ მომავალი 4 წლით დარჩენა ცუდი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სიტყვა "ევროპული" არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას და მე მინდა ამის ნაწილი ვიყო. პირველი მიზეზი, რატომაც აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არის სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში. მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ არჩევნებს, ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი. მიმაჩნია, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე",-განაცხადა ბაქრაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს