100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო

100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეების ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. სულ შევიდა 303 განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 40 სტარტაპი გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუს“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ: ქრისტოფერ ბერი - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center USMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არის აქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში.

ალფრედო კოპოლა - აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას „Go Global”. ფლობს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტხნიან გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის.

გეილ ქრისტინ გენონი - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - T.H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.

ემი მ. პეკი - გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში. 2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიის EndeavorVR, Spatial Computing Consultants მოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი“, „ვიზა“, „ტოიოტა“, „US მაკი“ და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშაობს, როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.

ქრის ბრაუნი - ეკოსისტემის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტი, მუშაობდა ნიუ იორკში IBM-ის ქსელის გაფართოების მენეჯერად და DATA FUTURE LABS (NYU)-ის გენერალურ მენეჯერად. 2013 წელს უნგრეთში დააფუძნა კომპანია TRACTION TRIBE, რომელიც ადრეულ სტარტაპებს ეხმარებოდა განვითარებასა და გლობალურ ბაზარზე გასვლის გზების ძიებაში; აქვს მდიდარი გამოცდილება მენტორინგის მიმართულებით.

გამარჯვებულები 2021 წლის 23 თებერვალს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს