„საქნახშირის“ ინფორმაციით, ტყიბულში ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა

ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია „საქნახშირიდან“ აცნობეს, „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

„ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. გადაწყვეტილების პროცესში თითოეული მეშახტე იყო ჩართული. მოგვიანებით, მათთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც დეტალურად არის გაწერილი პირობები და როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები. 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული (იანვრის თვეში მათ გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც დღიურად 48 ლარს უდრიდა).

ამ მომენტისთვის, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის - 10 დღის განმავლობაში მოხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა, გამოკვლეული იქნება გეგმის შესრულების შემაფერხებელი ფაქტორები, ავარიული, გეოლოგიური მდგომარეობა (მეშახტეების მიერ დასახელებული მიზეზები) და გაკეთდება დასკვნა, რომელიც გასაჯაროვდება. „საქნახშირისთვის“ მნიშვნელოვანია N4 უბნის თანამშრომლების ჩართულობა კომისიის მუშაობის პროცესში. შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა შეფასებული იქნება შრომის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაც და დასაქმებულებიც ორიენტირებულები იყვნენ პასუხისმგებლობების შესრულებაზე, მუშაობაზე და თანამშრომლობაზე. ეს კი, რა თქმა უნდა, საწარმოს შეუფერხებელ ფუნქციობას და მეშახტეების მიერ მეტი ანაზღაურების გამომუშავებას გამოიწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა