ლევან ნატროშვილი - მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც  დღეს არსებულზე კიდევ უფრო ცუდია

მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც დღეს არსებულზე კიდევ უფრო ცუდია, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებით შემოთავაზებულია საარჩევნო კომისიის წევრების მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩევა, რაც ქმნის საფრთხეს, რომ მათზე გავლენა მმართველ პარტიას ექნება, რადგან მისი გავლენა საჯარო ინსტიტუტებზე მაღალია.

„კვლავ რჩება ის პრობლემები, რაზეც წინა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი, მთლიანობაში არის დადებითი ცვლილება, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარი პრობლემა რაც რჩება არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც არის ჩვენი აზრით კიდევ უფრო ცუდი, ვიდრე დღეს გვაქვს. შემოთავაზებულია, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეირჩეს საარჩევნო კომისიის წევრები სამივე დონეზე, რაც არის მაღალი რისკის მატარებელი, რომ ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი პირებით დაკომპლექტდეს ეს კომისიები, ამის დაზღვევის მექანიზმია ჩვენი წინადადება, რომელიც წარვადგინეთ და არც ერთი მექანიზმი აქ ჩადებული არ არის. მაგალითად, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პარლამენტს შეერჩია და დაენიშნა ეს ხალხი, ოღონდ ოპოზიციის თანხმობით. დღესაც, როცა კომისიის წევრების ნახევარს ნიშნავს პარტიები, ხოლო ნახევარს პროფესიული ნიშნით ნიშნავენ, სულ არსებობს კითხვები, რომ რეალურად ისინი არ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეულნი,"- განაცხადა ნატროშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა