დავით ზილფიმიანი - იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ

ლაპარაკია გირაოს გირაოზე - ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა, ოპოზიციონერი კოლეგის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.

„იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერ. სერიოზულ ნოტაზე რომ ვთქვათ, მაინც არ დავუჭერ მხარს, იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ.

თუკი იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს, ჟურნალისტი ხარ თუ პოლიტიკოსი, ეს ნორმა ყველამ უნდა შეასრულოს. იმ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელიც სადაოა. რას ნიშნავს, გირაოს გირაო? ნებისმიერ შემთხვაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ, ოპოზიციონერი კოლეგაა. თუმცა, რადგან სადაოა საკითხი, იმის მიმდევრად ვრჩები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს ან არ დაისაჯოს. მე არ ვიცნობ ამ საქმის იურიდიულ სეგმენტს, თუმცა, ჩვენი რწმენით, მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზილფიმიანი - იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ

ლაპარაკია გირაოს გირაოზე - ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა, ოპოზიციონერი კოლეგის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.

„იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერ. სერიოზულ ნოტაზე რომ ვთქვათ, მაინც არ დავუჭერ მხარს, იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ.

თუკი იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს, ჟურნალისტი ხარ თუ პოლიტიკოსი, ეს ნორმა ყველამ უნდა შეასრულოს. იმ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელიც სადაოა. რას ნიშნავს, გირაოს გირაო? ნებისმიერ შემთხვაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ, ოპოზიციონერი კოლეგაა. თუმცა, რადგან სადაოა საკითხი, იმის მიმდევრად ვრჩები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს ან არ დაისაჯოს. მე არ ვიცნობ ამ საქმის იურიდიულ სეგმენტს, თუმცა, ჩვენი რწმენით, მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო