„თიბისი კონცეპტის“ შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი - შაჰრუ იზადი სამუშაო სესიას ჩაატარებს

16 და 18 თებერვალს, „თიბისი კონცეპტის“ შეხვედრების ფარგლებში, ქცევის მოდელირების ექსპერტი - შაჰრუ იზადი, თემაზე - The Kindness Method, ინგლისურენოვან სამუშაო სესიას ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სემინარზე დამსწრეებს შაჰრუ იზადი მარტივი, წერილობითი სავარჯიშოებით თვითშეფასების გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარება იმისთვის, რომ მათ საკუთარი ცხოვრების სასურველი მიმართულებით შეცვლისთვის მოტივაცია გაუჩნდეთ.

„შაჰრუ იზადი იმ ინსტრუმენტებსა და ცოდნას გაუზიარებს აუდიტორიას, რომლებიც აუცილებელია კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისთვის.

შაჰრუ იზადი ქცევის მოდელირების ექსპერტი, ტრენერი, სპიკერი და ბესტსელერი წიგნების ავტორია. მისი მიზანია ადამიანებში წინ წამოსწიოს მოტივაციის, საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობისას და თვითშემეცნების საკითხები. ამით კი მათ დამოკიდებულებების დამარცხებასა და სასურველი ჩვევების შეძენაში ეხმარება.

შაჰრუ იზადმა ადიქციის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას ისეთი მეთოდები შეიმუშავა, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური ჩვევების შეცვლასა და მოტივაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. მისი ეფექტური და ტოლერანტული მიდგომა საერთაშორისოდ აღიარებულია და მას მსხვილი კორპორაციები თანამშრომლების მოტივაციის გასაუმჯობესებლად და ასევე ინდივიდუალური პოზიტიური ცვლილებებისთვის იყენებენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჯარო შეხვედრა ონლაინ ჩატარდება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://fb.me/e/1vejy5vbj

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?