ხატია დეკანოიძე - ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრება - არ გავატანთ!

თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ის სამართალდამცავებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას აპირებს. ამასთანავე, დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე საპროტესტო აქციების თარიღზეც შეთანხმდნენ, რომელიც მისი თქმით, თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

„დღევანდელი განხილვის მთავარი თემა იყო ჩვენი, ოპოზიციის, გეგმები, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაგეგმვა და ა.შ.

რაც შეეხება ნიკასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, მაგრამ გეტყვით, რომ მე, მაგალითად, პირადად, ხატია დეკანოიძე და დარწმუნებული ვარ ასეა ბევრი ადამიანი, თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრება და ჩემი დაჭერაც. არ გავატანთ! მე მაგალითად, პირადად ერთი ადამიანი, ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია. ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ, გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრება“, - განაცხადა ხატიამ დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა