ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულისთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური ვითარება წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავაც ადგილი აქვს „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესიც განიხილეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. თანამშრომლობა ნატოს სამეკავშირეო ოფისთან ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და მნიშვნელოვანია, ალიანსმა და მისმა მოკავშირეებმა დააჩქარონ გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ირაკლი ბერაიამ ნატო-ს წარმომადგენელს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტებიც გააცნო.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია