ესპანეთში, რეპერის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ესპანეთის ქალაქებში პოლიციის მიერ დაკავებული რეპერის, პაბლო ჰასელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.

ბარსელონაში მომიტინგეების ნაწილმა ნაგვის ურნები დაწვა, ბარიკადები აღმართა და პოლიციას ქვები, ბოთლები და პიროტექნიკა დაუშინა. „სიკვდილი ესპანურ რეჟიმს!“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

სოციალურ მედიაში განთავსებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს პოლიცია აქციის დაშლას ხელკეტების გამოყენებით.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე მაღაზია და ბანკი, ბარსელონაში მომიტინგეებმა პოლიციის განყოფილებები დაარბიეს, ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებს საღებავები შეასხეს.

კატალონიის რეგიონულ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომიტინგეებმა დაწვეს მოტოციკლები და ურნები, ბარიკადები აღმართეს და ქუჩები გადაკეტეს. მათივე ინფორმაციით, ბარსელონაში 14 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი ინციდენტები მოხდა ლერიდაში, ქალაქში, სადაც რეპერი დააპატიმრეს. ესპანური მედიის ცნობით, პოლიციას წინააღმდეგობა აქციის ასობით მონაწილემ გაუწია. მათ დაწვეს ურნები და პოლიციის მოტოციკლი.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქებში ჟირონასა და ვალენსიაშიც.

32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. პოლიციამ რეპერი ლერიდას უნივერსიტეტში დააკავა, რომელსაც 50-მდე მხარდამჭერთან ერთად აფარებდა თავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო