გენადი არველაძის ინფორმაციით, კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევა ივლისში დასრულდება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევა 2021 წლის ივლისში დასრულდება.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისა და იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციის შედეგად, ქართულ საექსპორტო პროდუქციას კორეის რესპუბლიკის სახით დამატებით 52 მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი გაეხსნება.

„ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დამატებით კიდევ ერთი დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზარი, კორეის რესპუბლიკა, რომელთანაც სულ რაღაც წინა კვირას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი დავიწყეთ. ჩვენს კორეელ კოლეგებთან ერთად უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფები და გავწერეთ სამოქმედო გეგმა. კვლევა 2021 წლის ივლისში დასრულდება. კორეის რესპუბლიკას პროდუქციის 85%-ზე დაწესებული აქვს იმპორტის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ამდენად, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის.

თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისა და იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციის შედეგად, ქართულ საექსპორტო პროდუქციას დამატებით გაეხსნება 52 მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ კორეა ახორციელებს ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც საქართველოში კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ძირითად საექსპორტო პოზიციებს წარმოადგენს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან გამოვყოფდი თხილს, ხილის ჩირს, ჩაის, მშრალ სანელებლებს, ხილის ჯემებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს და წვენებს, მინერალურ წყალს, ღვინოს, ლუდს და სხვ.

რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას, კორეის ბაზარზე შესაძლებელია განვახორციელოთ ისეთი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ფეროშენადნობი, მინის პროდუქცია და კონტეინერები, ელექტრო კაბელები და ა.შ. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კვლევის შედეგები არ არის ცნობილი, დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს”,- წერს გენადი არველაძე სოციალურ ქსელში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს