გია ვოლსკი ნიკა მელიაზე - სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია როგორ აფასებს ამ ვითარებას

სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია და მისი წარმომადგენელი როგორ აფასებს ამ ვითარებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართუ ბანკის" საქმეზე მელიასთან დაკავშირებით სასამართლომ ლოიალური გადაწყვეტილება მიიღო და არ გაითვალისწინა არანაირი პოლიტიკური წინაპირობა. ვოლსკის თქმით, ახლაც იგივე სურათი შეიქმნება.

"მელიას პრივილეგია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც სამაჯური უკეთია და ასეთი 400- მდეა, არანაირად არ უნდა იყოს გადამწყვეტი პოლიტკური ვითარებიდან გამომდინარე. სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია ან მისი წარმომადგენელი როგორ აფასებს ამ ვითარებას. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური გუნდი თავის ლიდერით დაპირისპირებულია არა ჩვენთან, არამედ ქვეყნის ინტერესებთან. აქედან გამომდინარეობს ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ამას სამართალებრივ დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს. წინა ხელისუფლებაში სასამართლო საკითხებს წყვეტდა იქიდან გამომდინარე თუ როგორ მოილაპარაკებდა ეს ჯგუფი, ვინ გაეშვათ, ვინ ეწამებინათ და ვისთვის მთელი ცხოვრება დაემახინჯებინათ. ასეთი იყო მელიას გადაწყვეტილება, როცა იგი ლიდერი იყო ერთ -ერთი ბანკის გაკოტრების ოპერაციაში, მაგრამ მე ვფიქრობ, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ გაითვალისწინა არანაირი პოლიტიკური წინაპირობა, მე ვფიქრობ ლოიალური გადაწყვეტილება იყო, ზოგი ფიქრობს, რომ არ იყო ლოიალური და იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ზუსტად იგივე სურათი შეიქმნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს