ნინო ბურჯანაძე - ნიკას ფიგურა, რომელსაც არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის დავაჩაგვრინოთ

ნიკას ფიგურა, რომელსაც არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის დავაჩაგვრინოთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება ნეიტრალური იყო, ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან უნდა იყო ოპოზიციის მხარეს.

„მე დღესაც მოვედი აქ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად, დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და ყველას მოვუწოდო - ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება ნეიტრალური იყო, ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან უნდა იყო ოპოზიციის მხარეს და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერზე, თუმცა თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც ნამდვილად არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის არ დავაჩაგვრინოთ.

მე მაინტერესებს როგორ აპირებენ, ამ ოფისში შემოვარდნას. ჩვენ ხომ ოფისს არ დავტოვებთ, ჩვენ ხომ ნიკა მელიას ასე მძევლად არ ავაყვანინებთ ამ ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთეს მელაშვილის და ილიჩოვას შემთხვევაში. არ არის ნიკა მელია დამნაშავე, თორემ დამნაშავე, რომ იყოს და დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, ჩვენ ასე ხმამაღლა არ ვილაპარაკებდით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო