სერგი კაპანაძე - აქ იმისთვის ვიქნებით, რომ ნიკა მელიას დავუჭიროთ მხარი - მოუწევთ ყველა ამ ადამიანის აქ ყოფნის პირობებში სპეცოპერაციის ჩატარება და ოპოზიციის ლიდერის ოფისის აღება

აქ იმისთვის ვიქნებით, რომ ნიკა მელიას დავუჭიროთ მხარი. მათ მოუწევთ ყველა ამ ადამიანის აქ ყოფნის პირობებში სპეცოპერაციის ჩატარება და ოპოზიციის ლიდერის ოფისის აღება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მეტ კრიზისში შემყვანი და ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ” კარგად უნდა იფიქროს სანამ მოსამართლე ვერდიქტს გამოაცხადებს.

„ჩვენ აქ მოვედით ნიკა მელიას მხარდასაჭერად, ის, რაც ახლა ხდება, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი უსამართლობა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია. ამიტომ გეგმა უნდა თქვას ხელისუფლებამ - თუ აპირებენ, რომ მელია დაიჭირონ და მისი ამ გზით ნეიტრალიზება მოახდინონ, ვიქნებით აქ იმისათვის, რომ ნიკას დავუჭიროთ მხარი. მათ მოუწევთ ყველა ამ ადამიანის აქ ყოფნის პირობებში სპეცოპერაციის ჩატარება და ოპოზიციის ლიდერის ოფისის აღება.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რაც ევროკავშირის ელჩმა თქვა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და არსებობს ეჭვები მისი დამოუკიდებლობის მიმართ, ხელისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მეტ კრიზისში შემყვანი. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა იფიქროს, ვიდრე მოსამართლე გამოაცხადებს ვერდიქტს”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა