რომან გოცირიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - ეს იყო ვერდიქტი, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იყო ვერდიქტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს.

რომან გოცირიძის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადების მეშვეობით, ღია ტექსტით ნათქვამია ის, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და რომ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

"ეს იყო ვერდიქტი და დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ირიბად, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში ვითარებას არ დაძაბავს. „ქართული ოცნება" ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს ხალხთან, ოპოზიციასთან. შეუძლებელია ერთი ხელით ილაპარაკო რაღაც კომისიაზე, მეხუთე რაუნდზე და მეორე ხელით კი, პოლიტიკურ ლიდერს აპატიმრებდე.მათი გადაწყვეტილებები არათუ ურთიერთგამომრიცხავია, არამედ ძალიან აჭრილია. არ იციან, რა ჩაიდინეს, თუნდაც ის, რაც ჩაიდინეს ახლა. ზღაპარშია: "წინ წახვალ მგელი შეგჭამს,მარჯვნივ წახვალ მგლის მსგავსი ტურა, მარცხნივ - ხრამში გადაიჩეხები, უკან დაიხევ და დაგცინიან". გამოსავალი არ არის. ერთადერთი ჯობია ის, რომ გახდნენ სასაცილო და უკან დაიხიონ" , - განაცხადა გოცირიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ