„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში იაპონიის საელჩოდან აცნობეს, პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა“ დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მაღალმთიან რეგიონებში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.

„ ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

პროექტის განმახორციელებელი არის ქედის მუნიციპალიტეტის მერია. გრანტის მოცულობა: 77, 235 აშშ დოლარი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 180 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა). საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია