გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან

იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დაპირისპირებისკენ და ესკალაციისკენ. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად ძალის გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.

„ქართულ ოცნებაში“ არცერთი არ აღმოჩნდა ნორმალურად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. მათ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს და არ უნდათ ამ ქვეყანაში შეთანხმება, ნორმალური განვითარება. უნდათ, რომ მიიტაცონ ხელისუფლება, სამართალი გაიფორმონ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ყველა ერთად დავდგეთ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობა არ მივცეთ. ერთიანობაშია ახლა გადარჩენა.

თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს. მშვიდობიანად, არაძალადობრივად ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მე იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან

იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, რითაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დაპირისპირებისკენ და ესკალაციისკენ. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად ძალის გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.

„ქართულ ოცნებაში“ არცერთი არ აღმოჩნდა ნორმალურად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. მათ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს და არ უნდათ ამ ქვეყანაში შეთანხმება, ნორმალური განვითარება. უნდათ, რომ მიიტაცონ ხელისუფლება, სამართალი გაიფორმონ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და ყველა ერთად დავდგეთ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობა არ მივცეთ. ერთიანობაშია ახლა გადარჩენა.

თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს. მშვიდობიანად, არაძალადობრივად ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. მე იმედი მაქვს, ამ უკანონობას გადამეტებულ ძალას არ დაამატებს ზემოდან „ქართული ოცნება“ და არ დაიწყებს ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიან ადამიანებთან“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია