„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, 18 თებერვალს, თბილისის მერიის მიერ მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 18 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 19 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის და I მ/რ-ს ნაწილს, ნუცუბიძის III მ/რ-ს, ზემო ვეძისის დასახლებას, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს.

დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩას შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

მცხეთის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა