გიგა ბოკერია - შსს-ს მოუწევს ძალის გამოყენება და დაკავება ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის

ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სპეცრაზმი ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესასვლელად, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„საზოგადოებას აქვს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომ მშვიდად არ შეეგუოს მიტაცებას ამ ქვეყნის და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პოსტსაბჭოთა ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას.

არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი. ვერაფერს გამოვრიცხავ. მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. აქ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს