„ლელო“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები

პარტია „ლელო“ საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეთანხმება უნდა მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის გიორგი რურუას.

„ვიმეოდოვნებთ, „ქართული ოცნება“ ახლა არ დაკარგავს ამ უნიკალურ შანსს იმისთვის, რომ ჩვენ შეძლოთ მოვიტანოთ პოლიტიკური სიმშვიდე ამ ქვეყანაში, რომელსაც ახლა ამდენი გამოწვევა აქვს და „ქართული ოცნება“ შეძლებს მოძებნოს თავის თავში ძალა, რომ ოპოზიციას შეგვითანხმდეს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ. ამიტომ, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით იმისთვის, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც უნდა მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღს, პოლიტიური ელფერით წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის გიორგი რურუას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამავდროულად, ჩვენი შეთანხმება უნდა მოიცავდეს საარჩევნო კანონდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გატარებას, საარჩევნო კომისიის განახლებას, მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ მშვიდობას და კრიზისიდან გამოსვლის დაწყების პროცესს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო