ეკა ბესელია - კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ, კალაძე არ დაასახელებდა, რადგან თავად უნდა პრემიერობა - ერთადერთი, ვისაც შეეძლო, გადაწყვეტილება მიეღო, ივანიშვილია

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ერთადერთი, ვისაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება შეეძლო ბიძინა ივანიშვილია, რადგან დღეს "ქართული ოცნების" ლიდერთა რიგებში მას არ იცნობენ.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არც კახა კალაძე დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ბიძინა ივანიშვილს კი კალაძის პრემიერობა არ სურს, რადგან ბოლომდე არ ენდობა.

"ვერავინ მიიღებდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ გადაწყვეტილებას. ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ ჰქონოდათ ამის უფლებამოსილება, ღარიბაშვილს არ დაასახელებდნენ, იმიტომ რომ იქ მყოფთაგან ღარიბაშვილის მიმართ არავის შეიძლება ჰქონდეს რაიმე ბმა. ღარიბაშვილი იყო სათავეში, როცა ჩვენ ამ პარტიას ვქმნიდით. მე მას ბევრი ხანია ვიცნობ და ვიყავით თანამებრძოლები, მაგრამ არც კობახიძე, არც მდინარაძე, იქ ვინც იდგა, არც პაპუაშვილი და სხვები ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობენ. კახა კალაძე პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილს არ დაასახელებდა, რადგან მას თავად უნდა პრემიერობა. ამიტომ არ დაასახელებდა. ვის შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო? ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რატომ შეიძლებოდა მიეღო? - ვის მიმართაც ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია, ეს არის პარტიის ყოფილი ლიდერი, იცის ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი მისთვის სიურპრიზების მომწყობი არაა. კობახიძე ჩერჩეტია, ესეთი ჩერჩეტიც არ უნდა პრემიერად. მაგდენიც ესმის, რომ კობახიძის პრემიერად დასახელება არ შეიძლება. რაც შეეხება კალაძის პრემიერობას, მას ბოლომდე არ ენდობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას