საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფი ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

პარლამენტის ნდობის ჯგუფი, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია მოვალეობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მათივე ცნობით, განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, ნდობის ჯგუფის წევრებმა, სააგენტოს წარმომადგენლებისგან გასული წლის ანგარიში მოისმინეს. მათივე განმარტებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა მათ სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო.

„ჩვენ ადგილზე გავეცანით სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას, ასევე შიდა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებენ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას, მათ გაცნობას, გაცემას და განადგურებას. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ მატერიალურ ტექნიკური ბაზა და ტექნიკური შესაძლებლობები რომლის საშუალებითაც სააგენტო ახორციელებს მისი მანდატით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ ტექნიკურ და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს, ასევე, სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებებს.

ჩვენ ვნახეთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს კონტროლის ელექტრონული სისტემა, მათ შორის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების შეჩერების მექანიზმი, შესაბამისი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც მართლწესრიგის, ასევე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია.

სუს-ის ცნობით, ნდობის ჯგუფი, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს.

ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე კანონის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა