Pfizer-მა და BioNTech-მა თავიანთი ვაქცინის უსაფრთხოების შეფასების მიზნით მისი ფეხმძიმეებზე გამოცდა დაიწყეს

Pfizer-მა და BioNTech-მა ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - BNT162b2-ის - ფეხმძიმეებზე გამოცდა დაიწყეს.

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კვლევის მიზანი მათი ვაქცინის 18 წლისა და ზემოთ ასაკის ჯანმრთელ ფეხმძიმეებში გამოყენების უსაფრთხოების, ამტანობისა და იმუნოგენურობის შეფასებაა.

„ფაზა 2/3-ის კვლევის ფარგლებში 18 წლის ან უფროსი ასაკის დაახლოებით 4 000 ჯანმრთელ ორსულ ქალს ორსულობის 24-34 კვირის ვადაზე აცრიან. კვლევა BNT162b2-ის ან პლაცებოს ორი დოზის, რომელიც 21 დღის ინტერვალით მიიღება, უსაფრთხოებას, ამტანობას და იმუნოგენურობას შეაფასებს. თითოეული ქალი კვლევაში დაახლოებით 7-დან 10 თვემდე პერიოდით იქნება ჩართული,“ - აღნიშნულია კომპანიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, კვლევა ასევე შეაფასებს ვაქცინის უსაფრთხოებას ვაქცინირებული ორსული ქალების ახალშობილებში და დამცავი ანტისხეულების ახალშობილებზე გადაცემას.

„ახალშობილებზე დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვის ასაკამდე მოხდება,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?