გიგი წერეთელი - მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის მიმართაა მოწოდებები, პარტნიორები, პირველ რიგში, მთავრობას აფრთხილებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის მიმართაა მოწოდებები, პარტნიორები, პირველ რიგში, მთავრობას აფრთხილებენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედონ.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.

„როგორც მოსალოდნელი იყო მელიას ინციდენტის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა მომხდარს ძალიან აქტიურად გამოეხმაურა. ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდი იქნება ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის მიმართაა მოწოდება, რაც ჩვეულებრივი ამბავია ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლარიზაციაში ორი მხარეა, მაგალითად, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა ლიდერები პირველ რიგში მოუწოდებენ მთავრობას და აფრთხილებენ მათ, რომ უნდა იმოქმედონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად. ახსენებენ თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოს, მიუღებლობას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის. თუ საქართველოს ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს და ჯიუტად გააგრძელებს საკუთარი ხაზის გატარებას, რასაც მგონი, აპირებენ, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო მთავრობის წევრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რომელიც ისედაც არის მძიმე მდგომარეობაში მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო“, - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, თუ ხელისუფლება აგრესიულ მოქმედებას გააგრძელებს, მოსალოდნელია, რომ ნიკა მელიას დაკავების მცდელობები კიდევ იყოს.

„თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებას და ყურად არ იღებს იმას, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეაჩეროს და ოპოზიციასთან ასე არ უნდა იმოქმედოს, მაშინ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ კიდევ იყოს მცდელობები ნიკა მელიას დაკავების. ამას მოყვება სერიოზული დაძაბულობა და კრიზისი. ოპოზიცია ერთიანია და მზადაა, მაგრამ ყველა შედეგზე იქნება პასუხისმგებელი ის ხელისუფლება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა წერეთელმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო