აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულები გაათავისუფლეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 20 პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, 20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
აქტივისტების ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას დაკავებულები გაათავისუფლეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 20 პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, 20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს