ანრი ოხანაშვილი - არანაირი დაპირისპირება არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არანაირი კრიზისი და დაპირისპირება „ქართული ოცნების“ გუნდში არ არსებობს.

როგორც ოხანაშვილი ირწმუნება, პარლამენტი ორშაბათს ნდობას გამოუცხადებს ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდს, ქვეყანა კი წინსვლას დემოკრატიის შესაბამისად გააგრძელებს.

„არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. „ქართული ოცნების“ გუნდი არის იმ ღირებულებების ერთგული, რომელი ღირებულებებითაც ის მოდის მისი დაფუძნების დღიდან. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი სამთავრობო გუნდი არის ამ ღირებულებების ერთგული. ჩვენი უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის ხალხზე ზრუნვა იმ პანდემიის პირობებში, რა პირობებშიც ცხოვრება გვიწევს - ჯანმრთელობის დაცვა, სიცოცხლის, ეკონომიკის და დასაქმების მიმართულებით აქტიური მუშაობა. ეს არის ჩვენი გამოწვევა. არანაირი კრიზისი, არანაირი დაპირისპირება არ არის. ამიტომ მარტივად, ორშაბათს ჩვენ გამოვუცხადებთ ნდობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სამთავრობო გუნდს. ქვეყანა აგრძელებს წინსვლას დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრების ხშირად ცვლილება პრობლემას წარმოადგენს.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპის ქვეყნებში ხშირად იცვლებიან პრემიერები. არასტაბილურობა თუ ა.შ. თქვენ ნებისმიერი ტერმინი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კრიზისებზე მესაუბრებოდნენ კიდევ, მაგრამ კრიზისი არის მაშინაც, როცა პარლამენტს არ შესწევს უნარი ნდობა გამოუცხადოს სამთავრობო გუნდს და ხალხს არ ჰყავს მთავრობა, თუმცა, ეს სიტუაცია არ და ვერ იქნება, „ქართული ოცნების“ გუნდი ამას არ დაუშვებს. ამიტომ ორშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გვკითხოთ რა გეგმები აქვთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს. ამიტომ არანაირ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა ოხანაშვილმა და დასძინა, რომ თუ ვინმეს მაია ცქიტიშვილის წასვლასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ეს კითხვები თავად ცქიტიშვილს უნდა დაუსვან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო