სალომე სამადაშვილი - როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში, ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ

როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია გასაგებია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პესპექტივასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, მათ არასდროს უთქვამთ უარი დიალოგზე და არც ახლა ამბობენ, მაგრამ უნდა გადაიდგას ისეთი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დიალოგს შესაძლებელს გახდის.

მისივე თქმით, აშშ-ს სენატის განცხადება აჩვენებს ერთადერთ რამეს, ვაშინგტონში პარნიორების მოლოდინი არის ის, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არამხოლოდ დროებით, არამედ მუდმივ რეჟიმში შეწყდება.

"დღემდე გადაუჭრელია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი.თუ ჩვენ მივაღწევთ პროგრესს პოლიტიკური ნიშნით დევნის და პოლიტპატიმრების თემაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის რომ განახლდეს მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკები უნდა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ და რანაირად ვაპირებთ, ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით დავამყაროთ ქვეყანაში სტაბილური გარემო", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ამის ალტერნატივა ქაოსი და დესტაბილიზაციაა, რაზეც სტრატეგიული მოკავშირეებიც აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს დააზიანებს.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის გასაგები. პოლიტიკური ნიშნით დევნა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამის ფონზე,რა თქმა უნდა, შესაძლოა, ჩვენ განვაახლოთ მოლაპარაკებები. მაგრამ იმ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ხალხი მძევლად აჰყავს, ჩვენ ცხადია, რომ არ გვაქვს დღეს, მოლაპარაკებების რესუსრსის არსებობის იმედი. ამიტომ, უახლოეს დღეებში, რას გააკეთებს "ქართული ოცნება", სწორედ ეს განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

სალომე სამადაშვილი - როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში, ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ

როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია გასაგებია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პესპექტივასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, მათ არასდროს უთქვამთ უარი დიალოგზე და არც ახლა ამბობენ, მაგრამ უნდა გადაიდგას ისეთი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დიალოგს შესაძლებელს გახდის.

მისივე თქმით, აშშ-ს სენატის განცხადება აჩვენებს ერთადერთ რამეს, ვაშინგტონში პარნიორების მოლოდინი არის ის, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არამხოლოდ დროებით, არამედ მუდმივ რეჟიმში შეწყდება.

"დღემდე გადაუჭრელია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი.თუ ჩვენ მივაღწევთ პროგრესს პოლიტიკური ნიშნით დევნის და პოლიტპატიმრების თემაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის რომ განახლდეს მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკები უნდა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ და რანაირად ვაპირებთ, ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით დავამყაროთ ქვეყანაში სტაბილური გარემო", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ამის ალტერნატივა ქაოსი და დესტაბილიზაციაა, რაზეც სტრატეგიული მოკავშირეებიც აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს დააზიანებს.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ ასე მოლაპარაკებებს, ცხადია, ვერ განვაახლებთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის გასაგები. პოლიტიკური ნიშნით დევნა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ამის ფონზე,რა თქმა უნდა, შესაძლოა, ჩვენ განვაახლოთ მოლაპარაკებები. მაგრამ იმ რეჟიმში, როდესაც ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც ხალხი მძევლად აჰყავს, ჩვენ ცხადია, რომ არ გვაქვს დღეს, მოლაპარაკებების რესუსრსის არსებობის იმედი. ამიტომ, უახლოეს დღეებში, რას გააკეთებს "ქართული ოცნება", სწორედ ეს განსაზღვრავს, რა მიმართულებით წავა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი